როდის გადადგება პრემიერი? - ჟურნალისტებმა პარლამენტში შესვლა მოახერხეს
ტელეკომპანია "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები, ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟოლიანი, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან.
მედიის წარმომადგენლები ბიუროს სხდომის დასრულებას დაელოდებიან, მათ კითხვა აქვთ - რატომ არ ისჯებიან 5-6 ივლისის ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, როცა მათ წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს.
ჟურნალისტები ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს მათ მთავარ მოთხოვნასაც შეახსენებენ, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას შეეხება.
ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვაქვს შეკითხვები. უპირველესი შეკითხვაა, როდის გადადგება მათი პრემიერმინისტრი",- აცხადებს სანაია.