პრემიერი და მოტყუებული ხალხი - სოციალურად დაუცველები მთავრობამ გადააგდო?

05.06.24 20:32
პრემიერი და მოტყუებული ხალხი - სოციალურად დაუცველები მთავრობამ გადააგდო?

"ოცნებისგან" მოტყუებული ხალხი ოცნების ქალაქში - დიდი ფარსი პრემიერის მონაწილეობით დღეს ბათუმში შედგა, სადაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მთავრობამ გადააგდო. იქ ჩასული კობახიძისთვის ასეულობით სოციალურად დაუცველი იმ დაპირებით მიიყვანეს, რომ ბინებს გადასცემდნენ. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ადამიანები მოატყუეს და გაუსაძლის სიცხეში, ღია ცის ქვეშ, ერთჯერადი პიარ აქციისთვის კობახიძისთვის ტაშის დამკვრელებად მიიყვანეს. 

უსახლკარო ადამიანები გაოგნებას ვერ მალავდნენ. ღონისძიება პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით ისე დასრულდა, რომ მათთვის არათუ  ბინის გასაღები მიუცია ვინმეს, არამედ ის კორპუსიც კი, სადაც შესახლებას დაპირდნენ, დიდი ბოქლომით იყო დაკეტილი. მოტყუებული მოქალაქეები ცდილობდნენ კითხვებზე პასუხები რიჟვაძისგან მაინც მიეღოთ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს საიმედოს ვერაფერს დაპირდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები