დასანქცირების მოსალოდნელი საფრთხეები - რას ამბობს "ოცნება" კონგრესის ხმაურიანი სხდომის შემდეგ?
პანიკა ოლიგარქის გუნდში - თუ ჯერ კიდევ ვინმეს მაინც ეგონა, რომ გადარჩებოდა, ბოლო იმედიც დაკარგა. კონგრესში გაკეთებული განცხადებები რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი ხდება. სანქციები გარდაუვალია. შტატებში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ოლიგარქის ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და ამისთვის ყველამ მძიმე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
"საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და ქვეყანაში რუსული ყაიდის დიქტატურის დამყარებას ცდილობს" - კონგრესში გაკეთებულმა უმძიმესმა შეფასებებმა "ოცნება" ბოლომდე წყობიდან გამოიყვანა. პრემიერი გაბრაზებას იმდენად ვეღარ მალავდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ყველა ზღვარი გადალახა და ბოლომდე ვა-ბანკზე წავიდა. იგივე გაიმეორა პაპუაშვილმაც. დანარჩენებს კი შიშის ეფექტი აშკარად ეტყობოდათ.