ჩინეთის უარი საქართველოს - რა მოხდა გაეროში?
"ოცნებას" სტრატეგიულმა პარტნიორმა იმედები პირველივე შესაძლებლობაზე გაუცრუა - ჩინეთმა ხმა არ მისცა გაეროში რეზოლუციას დევნილების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტს აქვს ყველა ქვეყნის მხარდაჭერა, გარდა ჩინეთის რესპუბლიკისა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ის მინიმუმი იყო, რისი გაკეთებაც ჩინეთს შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა.
არადა ეს ის სახელმწიფოა, რომელსაც ჯერ ღარიბაშვილმა, შემდეგ კი კობახიძემ სტრატეგიულად ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარა. ჩინეთთან თანამშრომლობა ამერიკასთან ურთიერთობასაც კი გაუტოლეს. "ოცნებაში" ახლა უჭირთ აღიარონ, რომ მთავარმა მოკავშირემ გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ მიიღო. ამიტომ ცდილობენ, გაეროში განვითარებულ პროცესებს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცენ.