მძიმე შეფასებები კონგრესში - ისტორიული სხდომის ხმაურიანი დეტალები
უმძიმესი დღე "ქართული ოცნებისთვის" - ასეთი შეფასებები კონგრესიდან ქართულ ამერიკული ურთიერთობების 30 წლიან პერიოდში არც ერთ ხელისუფლებას არ მიუღია. ამერიკელმა კონგრესმენებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს და ივანიშვილის რუსული რეჟიმი სრულად გააშიშვლეს. სანქციების ამოქმედებამდე ახლა უკვე ფორმალური პროცედურებია დარჩენილი. რეფორმატორის ნიღბით მოსული ივანიშვილი და მისი მთავრობა 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ვაშინგტონში ავტოკრატიულ რეჟიმად გამოცხადდა.
წლების წინ ამერიკისთვის სამაგალითო ქვეყანა დღეს რუსეთის გზას ადგას და ამის მთავარი შემოქმედი სწორედ ოლიგარქი ივანიშვილია. კონგრესმენები სანქციების დაწესებას ითხოვენ ყველა იმ პირის მიმართ ვინც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის. სწორედ მკაცრი შეზღუდვებია ახალ ის ბერკეტი, რომელიც საქართველოს ისევ განვითარების გზაზე დასაბრუნებლად უნდა დაეხმაროს. კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც ქართული ოცნებისთვის განაჩენის ტოლფასია.