კალაძეს აქვს მაღალი შანსები, ოპოზიციიდან არავინ არ არის გამოკვეთილი - ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი ისევ "ქართული ოცნების" კანდიდატს, კახი კალაძეს, აქვს. ელისაშვილის თქმით, ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც კალაძეს გაუწევს კონკურენციას.
კორუფცია "ქართული ოცნებისთვის" იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათი მხარდამჭერებისთვის ეს დიდად მიუღებელი არ არის. ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ ქალაქში კორუმპირებულ კაცს კიდევ არ აირჩევდნენ მერად. არ მიხარია, მაგრამ კალაძეს აქვს მაღალი შანსები და ოპოზიციიდან არავინ არ არის გამოკვეთილი, ვინც შეიძლება, გაუწიოს კონკურენცია, ნიკა მელია ვფიქრობ, რომ არ შევა ამ თამაშში, იმიტომ რომ წაგება მას დაანგრევდა, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა , სხვა გამოკვეთილ კანდიდატს ვერ ვხედავ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.