ამომრჩევლის გამოღვიძება, ხმების დაცვა და ერთიანი სია - ზურა გირჩი ჯაფარიძის გამარჯვების ფორმულა

05.06.24 22:20
ამომრჩევლის გამოღვიძება, ხმების დაცვა და ერთიანი სია - ზურა გირჩი ჯაფარიძის გამარჯვების ფორმულა

"გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი" არ გამორიცხავს, რომ გადამწყვეტი  არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა მუქარა სისრულეში მოიყვანოს და ოპოზიციის ლიდერები ციხეში გამოკეტოს. 

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიების რისკი და ალბათობა მაღალია, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. 

ოპოზიციაში იმის გააზრება, რომ ივანიშვილს მანდატები არ უნდა ვაჩუქოთ, ცალსახად არის - ამბობს ოპოზიციონერი და იმ სამ მთავარ გეგმას ასახელებს, რომელიც არჩევნებამდე ხელისუფლების ოპონენტებმა უნდა მოახერხონ. 

პირველი ეს არის, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე - უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნებზე გამოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ანუ საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა არის, დიდი რაოდენობით, ზღვა ადამიანებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიდიან საარჩევნო უბანზე და აძლევენ ხმას. საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების" ხმების ლიმიტი, რომელიც მათ შეუძლიათ დააორგანიზონ ნაწილი ფულით, ნაწილი შანტაჟით, ნაწილი სუსით და ნაწილი შსს-თი და ა შ... მაგას აქვს თავისი ლიმიტი. თუ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ბევრად მეტი ადამიანი მისცემს მათ წინააღმდეგ ხმას და სხვაობა იქნება იმდენად დიდი, რომ არც გაყალბება, არც შანტაჟი, არაფერი არ უშველით. ხალხი წალეკავს. სამუშაოა, ყველას მხრიდან რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოღვიძება შევძლოთ ჩვენს გარშემო. 

მეორე ამოცანა, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ხმების დაცვაა. საარჩევნო უბნებზე უნდა იყოს ბევრი ხალხი. საარჩევნო უბანზე შეიძლება იყოს კომისიის წევრი სხვადასხვა პარტიებიდან, შეიძლება იყოს პარტიული დამკვირვებელი, დამკვირვებელი სამოქალაქო სეტორიდან და მედიიდან. ეს ხალხი არის გადასამზადებელი და მოსაბილიზებელი. 

ჩემი აზრია, თუმცა ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთიანი ფრონტი, ერთიანი სია, არის ყველაზე სწორი ფორმულა, ამ სიაში არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან"- თქვა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები