"ლელო", "ახალი", "დროა-გირჩი", შესაძლოა, ანა დოლიძე - შედგება თუ არა დიდი ერთობა? - რას ამბობს ირაკლი კუპრაძე
"ლელო", "ახალი", "დროა-გირჩი", შესაძლოა, ანა დოლიძე - შეიძლება თუ არა გაკეთდეს ალტერნატიული ცენტრი ამ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით? - ამ კითხვით ინგა გრიგოლიამ "ლელოს" გენერალურ მდივანს პირდაპირ ეთერში მიმართა.
ირაკლი კუპრაძე წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს თუმცა აღნიშნავს, რომ "საინტერესო იქნებოდა".
რიგ კოლეგებს, მათ შორის ყველას აქედან ვესაუბრებით იდეოლოგიის მიღმა, ვმეგობრობთ, საერთო განცდაა, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. მაშინ როცა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, საჯაროობა ხშირად აზიანებს ამ პროცეს. ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ცენტრები აუცილებელი და გარდაუვალია"- თქვა კუპრაძემ.