ფულადი დახმარების გადახედვა, პოტენციური სანქციები, სავიზო შეზღუდვები - სახდეპი საპასუხო ზომებზე მსჯელობს
ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე - ივანიშვილის გუნდს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან უმწვავესი განცხადება წამოეწია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე რიტორიკა არ არის.
გაირკვა, რომ შტატები ფულადი დახმარების გადახედვას, პოტენციურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს განიხილავს.
ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიღებულ იქნა ეს კანონი. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდეთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ.
ასე რომ ბევრს ნახავთ და გაიგებთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დღეს არ იქნება. სახელმწიფო მდივანი იყო ის, რომელმაც გამოაცხადა პოლიტიკის გადახედვის შესახებ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი კოლეგები და თანამშრომლობენ სხვა სააგენტოებთან. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად"- თქვა მან.