რამდენად რეალურია მესამე ცენტრში "ლელოს" "ახალის", გირჩი-დროას" გაერთიანება და კიდევ ვისთან საუბრობენ? - ნიკა მელიას კომენტარი

06.06.24 00:05
რამდენად რეალურია მესამე ცენტრში "ლელოს" "ახალის", გირჩი-დროას" გაერთიანება და კიდევ ვისთან საუბრობენ? - ნიკა მელიას კომენტარი

ვინ, ვისთან ერთად და როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში დამარცხებას?  - "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ინგა გრიგოლიას მიერ მესამე ცენტრის შესახებ დასმულ კითხვას გადაჭრით არ პასუხობს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ "ლელოს" "ახალისა" და დროა-გირჩის გაერთიანება ვიხილოთ, განიხილება ანა დოლიძის პარტიაც. 

"ახალის" ლიდერი რასაც პირდაპირ ამბობს, არის ის რომ "თუ ერთიანი სია იქნება, ბევრი ადამიანი სახლში დარჩება, იფიქრებს, რომ მას არ აქვს არჩევანი". 

ბევრ პარტიასთან ვსაუბრობთ... ვინც თქვენ არ ჩამოთვალეთ (ლელო, გირჩი-დროა, შესაძლა ანა დოლიძე - ინგა რიგოლია) ორ პარტიასთან კიდევ გვაქვს საქმიანი საუბარი, ოღონდ ეს არ ეხება საკითხებს, რომელიც უნდა აღსრულდეს რაღაც უახლოეს პერიოდში 2-3 კვირაში. საჭიროება გახდება გამსხვილების მსხვილი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბების. პარტია "ახალი" აქ მიიღებს უმნიშვნელოვანეს და მე ვფიქრობ, უმნიშვნალოვანეს როლს ითამაშებს სხვებთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ამ პარტიებით არ შემოვიფარგლებით. 

საინტერესო იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ესა თუ ის პარტია მიიღებს. ერთიან სიებთან დაკავშირებით, როგორი კომფიგურაციით გამსხვილდება ესა თუ ის ოპოზიციური პლათფორმა ეს საკითხი ბევრად უფრო საინტერესო ექსპერტებისთვის და რა თქმა უნდა მედიისთვის უნდა იყოს. პოლიტიკოსებმა კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავისყოთ საარჩევნო კამპანია, რომელიც საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას გულისხმობს"- თქვა ნიკა მელიამ. 

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მის მიერ ნახსენებ ორი პარტიიდან  არის თუ არა ერთ-ერთი "ევროპული საქართველო", ნიკა მელია ამბობს:  "რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა"

მე არც ვმალავ, ეთერშიც უნახავს მაყურებელს "ევროპული საქართველოს" და ჩვენი პარტიის ლიდერები. ერთიან შეხვედრებს ვესწრებით, ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე ამჯერად, თუმცა ამ მიმართულებით საუბარი ჩვენსა და "ევროპულ საქართველოს" შორის არ გახსნილა...

რა ფორმულაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას მოემსახურება, იმ ფორმულის ერთგულები ვიღებით"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები