დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - "დარიალიდან" ევაკუაცია მოხდა

06.06.24 11:06
დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - "დარიალიდან"  ევაკუაცია მოხდა

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი დევდორაკის სასიგნალოო შეტყობინებაა გახდა - მდინარე  თერგის მარცხენა შენაკადიდან, მოწყობილობიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალურ აწევას აფიქსირებს, შეტყობინებაა დილით ადრე შევიდა პოლიციაში.

 არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ტერიტორიას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან ათვალიერებენ. გადაკეტილია საავტომობილოო გზაც სოფელ გველეთთან.

ადგილზე იმყოფებიან გეოლოგებიც და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები