ამოვძირკვავთ! - ოდიშარია არასამთავრობოებს ღიად ემუქრება
რუსული კანონის მიმღები "ქართული ოცნება" ღია მუქარას არ ერიდება - დეპუტატი ბექა ოდიშარია მესამე სექტორის "ამოძირკვით" იმუქრება. უმრავლესობის წევრის სამიზნე კონგრესში გამართული მსჯელობის მონაწილეები, "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე გახდნენ.
ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორიცაა ის ჩხიკვიშვილი, საბანაძე... სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს"- განაცხადა "პირველებთან" ივანიშვილის გუნდის წევრმა.
სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებული უმწვავესი გზავნილის მიუხედავად, ოდიშარია ისევ ამტკიცებს, რომ შტატები ხელისუფლებას სანქციებს ვერ დაუწესებს.
დეპუტატი ირწმუნება, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება სიმართლეს დაამტკიცებს, თუმცა ბრაზდება კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა ესაქამდე:
შალვა ნათელაშვილს, ნულ პროცენტიან კლოუნს, რომ დააწერინებ დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაში ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, აქ უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ ქართველ ხალხს სანქციებს. ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ და თქვენ ნუ იღელვებ ვის და რისთვის სჯიან"- აცხადებს ბექა ოდიშარია.
რაც შეეხება ფულადი დახმარების შესაძლო შეჩერებას, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტს ამისამართებს ვაშინგტონთან, რომ გაერკვეს, "რატო ვერ გაერკვნენ ამდენი ხანი პარტნიორები ოცნების სიმართლეში":
360 000 000 ჩვენ ვიღებდით ის 84 დეპუტატი? გაერკვევიან ჩვენი პარტნიორები. შეგიძლიათ ვაშინგტონში ჩახვიდეთ და მათ ჰკითხოთ (ამდენი ხანი რით ვერ გაერკვნენ)"- აღნიშნა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ საქართველო დაკარგავს ფულად დახმარებას, იღებს თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ბექა ოდიშარიამ არ უპასუხა და ინტერვიუ შეწყვიტა:
მომისმინე, მე გეუბნები რომ (დახმარებას) არ დაკარგავს, შეგნება გაქვს? მოვრჩით ინტერვიუს! "- ამბობს დეპუტატი.
დარჩება თუ არა ქვეყანა ამერიკული დახმარების გარეშე? ვაშინგტონმა "ქართულ ოცნებას" ფინალური გაფრთხილებაა მისცა. ნახავთ უფროო მეტს და მოისმენთ უფრო მეტს - ამბობს სახელმწიფოო დეპარტამენტისას პრეს-სპიკერი.
სასწორზე ახლა მილიონობით დოლარი დევს, რომლითაც შტატები საქართველოს წლობით ეხმარებოდა, თუმცა ირკვევა, რომ რუსული კანონის მიღების გამო ფინანსური დახმარების ეს პროექტი განხილვაშია.
ივანიშვილის პარტიას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზავნილები ვაშინგტონიდან არ არის მხოლოდ რიტორიკაა და იქნება პოლიტიკური შედეგებიც.