"ოცნების" სამუშაო ჯგუფი უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების დამტკიცებაზე მსჯელობს

06.06.24 12:08
"ოცნების" სამუშაო ჯგუფი უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების დამტკიცებაზე მსჯელობს

ანრი ოხანაშვილის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების დამტკიცებაზე მსჯელობს.

სიაში ბადრი შონია, გოჩა ჯეირანაშვილი და გიზო უბილავაა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ კადრებით მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება თავს იზღვევს და წინასაარჩევნოდ უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს მათთვის ნდობით აღჭურვილ პირებს აბარებს. 

სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ივანიშვილის გუნდის დეპუტატებისგან შედგება და მასში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის შესული.

ფორმალური შესაბამისობა იყო დასადგენი. იმდენად ფორმალური იყო, კანონი რომ არ ითვალისწინებდეს, ჩატარებაც აზრსმოკლებული იყო, რადგან ესენი მოქმედი მოსამართლეები არიან და უკვე აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, რომ გახდნენ უფრო მაღალი რანგის მოსამართლეები. ეს ფორმალურად გავიარეთ. ვნახეთ მათი დიპლომის ასლები და ის, რომ ნასამართლევები არ არიან", - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

მსგავსი სიახლეები