MEGOBARI ACT არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებას - ფარულავა
"ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოს მტკიცე პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მზად არიან, რომ ქართველ ხალხს გვერდით დაუდგნენ.
ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობრის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. წლების განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ახლაც მზად არის გვერდში დაუდგეს ქართველ ხალხს, ვისაც სურს იხილოს დემოკრატიული საქართველო დასავლეთში და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გვყავს მტკიცე პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც მზად არიან დაუდგნენ საქართველოს გვერდში და მხარი დაუჭირონ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ მდგრადობას და საქართველოს წინსვლას.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.