დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები -როთის მიმართვა
"ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით - ამ შინაარსის წერილს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი Facebook-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა
პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ - ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები.
პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!"
წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი Facebook-ზე.