სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის ახალგაზრდობაა - ფავლენიშვილი

06.06.24 12:23
სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის ახალგაზრდობაა - ფავლენიშვილი

"სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ მთავარი საინიციატივო ბირთვი, მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის არის ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც სასწაულს ახდენს თბილისის ქუჩებში და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ამ ძალას" - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და რუსული კანონის მოწინააღმდეგეები უპრეცედენტო კონსოლიდაციით ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებენ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ მთავარი საინიციატივო ბირთვი, მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის არის ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც სასწაულს ახდენს თბილისის ქუჩებში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში ბევრს აღაფრთოვანებს, თუმცა მნიშვნელოვანია ის დაკვეთა, რომელიც ამ ახალგაზრდობას და ამ საპროტესტო ტალღას აქვს პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს არის უპრეცედენტო ერთიანობის და კონსოლიდაციის მოთხოვნა გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის და მისი ბანდის წინააღმდეგ, ამიტომ მიხეილ სააკაშვილიც მზად არის, რომ გადადოს თავისი პირადი, ჩვენი პარტიაც მზად არის გადავდოთ ჩვენი პირადი და პარტიული ინტერესები უკან და ვემსახუროთ ხალხის დაკვეთას, ეროვნულ ნებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მთავარი ძალა ამ საპროტესტო ტალღის.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები