კალაძე საერთაშორისო პარტნიორებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს
თბილისის მერი კახა კალაძე საერთაშორისო პარტნიორებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. კონგრესმენებისთვის გაგზავნილმა წერილმა კალაძე ისე გააბრაზა, რომ ქვეყნის შიდა და გარე პარტნიორები მტრებად გამოაცხადა და დააანონსა, რომ არჩევნებზე ყველას პასუხი გაეცემა.
ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ოპოზიცია, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა, ეს რადიკალები, შეგიძლიათ გვარამიას კითხოთ და გვარამია გეტყვით. რაც შეეხება დემოკრატიას, ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება, ქვეყანაში დაცულია გამოხატვის და დაცვის თავისუფლება, დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები, დღეს ბიზნესი არ რეკეტდება, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლამდე. საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდებოდა მაშინ, თუმცა გარედან შეფასებები იყო, თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო ვითომ ეს ყველაფერი. ეს ორმაგი სტანდარტი და რეალობა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ როგორც ყველა არჩევნებზე, საზოგადოება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს გასცემს პასუხს", - ამბობს კალაძე.
ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს თბილისში იწვევს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნეს.
წერილის მთავარი ადრესატი MEGOBARI ACT-ის ინიციატორი კონგრესმენი, ჯო უილსონია.
ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს, საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის.
საქართველოს ისე როგორც არასდროს სჭირდება პარტნიორების დახმარება - ამბობენ პოლიტიკოსები და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს სთხოვენ, მხარდაჭერას არა მხოლოდ წინა საარჩევნოდ, არამედ არჩევნებზეც. კიდევ ერთი თხოვნაა, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაა.