"ღალატის თვალსაჩინო მაგალითი" - მათიკაშვილი კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე

06.06.24 13:49
"ღალატის თვალსაჩინო მაგალითი" - მათიკაშვილი კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე

"ქართული ოცნება" ოპოზიციას ისევ ღალატში ადანაშაულებს. კონგრესმენებისთვის გაგზავნილმა წერილმა ივანიშვილის პარტია იმდენად გააბრაზა, რომ პოლიტიკოსებს ქვეყნის მტრობას აბრალებენ. 

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების ჩამოსვლას არჩევნებზე ოპოზიცია ვერ დაიბრალებს, რადგან ეს ისედაც ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა.

საზოგადოების დაკვირვებით ვნახეთ რამოდენიმე მოღალატის ისეთი გამოსვლა შტატების კონგრესში, სადაც ისინი საკუთარ სამშობლოს ღალატობდნენ და თუკი ვინმეს ღალატის თვალსაჩინო მაგალითი აინტერესებს, სახელმძღვანელოებში კითხვა აღარ დასჭირდებათ, შეუძლიათ პირდაპირ ჩართონ და უყურონ აი ამ სცენას. ასევე მეორე ღალატის აქტი, როდესაც იმ მოღალატეობრივ ქცევას აქაური პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა აწერს ხელს. ეს არის ღალატის თვალსაჩინო მაგალითი და ვისაც აინტერესებს, სამშობლოს ღალატი რა არის, შეუძლიათ, ეს ნახონ. ის, რომ ჩვენს არჩევნებს დააკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები, ეს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, ოპოზიციიამ რა უნდა ილაპარაკოს. არც მათ არ უნდა დაიბრალონ თავზე ის, რომ საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ და არჩევნებს დააკვირდებიან"- ამბობს მათიკაშვილი. 

ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს თბილისში იწვევს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს  წერილი გაუგზავნეს.

წერილის მთავარი ადრესატი MEGOBARI ACT-ის ინიციატორი კონგრესმენი, ჯო უილსონია. 

ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს,  საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის. 

საქართველოს ისე როგორც არასდროს სჭირდება პარტნიორების დახმარება - ამბობენ პოლიტიკოსები და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს სთხოვენ, მხარდაჭერას არა მხოლოდ წინა საარჩევნოდ, არამედ არჩევნებზეც. კიდევ ერთი თხოვნაა, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაა. 

მსგავსი სიახლეები