ვაშინგტონის ფინალური გაფრთხილება "ოცნებას" - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას?

06.06.24 14:25
ვაშინგტონის ფინალური გაფრთხილება "ოცნებას" - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას?

ვაშინგტონმა "ქართულ ოცნებას" ფინალური გაფრთხილება მისცა - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სანქციებს ივანიშვილის გუნდი, მასთან დაახლოებული პირები საკუთარ თავზე გამოცდიან. 

მათი თქმით, მმართველ პარტიას ახლა ვეღარც რიტორიკის შეცვლა და ვერც თავდასხმის რეჟიმში ყოფნა უშველის. 

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა, როგორ მიჰყავს "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთის მხარეს და როგორ მიდის დემოკრატიული სამყაროს პრინციპების წინააღმდეგ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, აშშ-დან რეაქცია არ დააყოვნებს და ეს მხოლოდ სავიზო შეზღუდვები არ იქნება. 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი მიმდინარე თვის ბოლომდე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას რომ გადაიხედება დაფინანსება. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ ვნახავთ, რომ ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება სია იმ ოფიციალური პირების და "ქართული ოცნების", მათთან დაკავშირებით თუ სხვა, ვისაც დაედება როგორც სამოგზაურო, ასევე ფინანსური სანქციები. ეს ხდება იმისთვის, რომ დაეხმარონ ქართველ ხალხს დემოკრატიის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენაში. ეს არის ზეწოლის მექანიზმი ავტოკრატიულ რეჟიმზე"- თქვა "ლელოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა. 

"ევროოპტიმისტების" წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე იმ მძიმე შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც "ქართული ოცნების" რუსული ნაბიჯით შესაძლოა, ქვეყანამ განიცადოს. 

"ეს ძალიან სერიოზულად დაარტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას ერთად, ვინაიდან სანქცირებული ხელისუფლება ძალიან მძიმეა ინვესტიციებისთვის და პრაქტიკულად, ყველა ინვესტიცია შეჩერდეს. ასევე ეს არის ადამიანის უფლებების კონტექსტში და რუსული აგენტურის კონტექსტში გამოაშკარავებული სიები და სანქციები. სხვადასხვა მიმართულებით არის ეს მუშაობა გაშლილი და პირველ რიგში, ნებისმიერ შემთხვევაში აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აშშ-ში სანქციების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მილერის განცხადება ამის მანიშნებელია. 

ამერიკის შეერთებული შტატები, მითუმეტეს, როცა ასეთ მაღალ დონეზე აკეთებს განცხადებას და აანონსებს სანქციებს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს გაკეთდება ეტაპობრივად. მათ შორის იქიდან გამომდინარე როგორ იქცევა რეჟიმი. სავიზო სანქციებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამას მაღალი ალბათობით მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს"-  აცხადებს თინა ოკუჩავა. 

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საუბარია აშშ-ის მხრიდან საბიუჯეტო დახმარების დასრულებაზე, ასევე საუბარია, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე. 

როცა ხელისუფლება მიდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რა თქმნა უნდა შეერთებული შტატები იმოქმედებს ხალხის ინტერესების სასიკეთოდ"- თქვა მან. 

დარჩება თუ არა ქვეყანა ამერიკული დახმარების გარეშე? ვაშინგტონმა "ქართულ ოცნებას" ფინალური გაფრთხილებაა მისცა. ნახავთ უფროო მეტს და მოისმენთ უფრო მეტს - ამბობს სახელმწიფოო დეპარტამენტისას პრეს-სპიკერი.

სასწორზე ახლა  მილიონობით დოლარი დევს, რომლითაც შტატები საქართველოს წლობით ეხმარებოდა, თუმცა ირკვევა, რომ რუსული კანონის მიღების გამო ფინანსური დახმარების ეს  პროექტი განხილვაშია.

ივანიშვილის პარტიას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზავნილები ვაშინგტონიდან არ არის მხოლოდ რიტორიკაა და იქნება პოლიტიკური შედეგებიც.

მსგავსი სიახლეები