ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და არა შანტაჟის ენით საუბარი - კობახიძე
"ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა შანტაჟის ენით საუბარში.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს რომ შტატებთან ურთიერთობები გაჯანსაღდება.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მთავარია, ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას", - ამბობს კობახიძე.
დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც ისაუბრა შტატებთან ურთიერთობაზე და მანაც თქვა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვა სჭირდება.