კობახიძე ოპოზიციის ამერიკასთან ურთიერთობაში საბჭოთა ოკუპაციას ხედავს

06.06.24 14:49
კობახიძე ოპოზიციის ამერიკასთან ურთიერთობაში საბჭოთა ოკუპაციას ხედავს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ამერიკასთან ურთიერთობაში საბჭოთა ოკუპაციას ხედავს. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სწორედ ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში ადრე, რაც დღეს ოპოზიციამ კონგრესმენებს გაუგზავნა და სწორედ ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ კრემლში, რაც შტატებში, კონგრესში გამოსვლისას ჩაიტანეს საბანაძემ და ჩხიკვაძემ. 

კობახიძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატეები და "სერგო ორჯონიკიძეები".

ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეტებდნენ, ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე. დღეს ერტადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკეები დადიან არა მოსკოვში არამედ ვაშინგტონსი, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ქვეყნის ღალატი. როცა ადამიანი არის მოღალატე ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონში, მოსკოვსა თუ ბერლინში", - ამბობს კობახიძე.

ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს თბილისში იწვევს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს  წერილი გაუგზავნეს.

წერილის მთავარი ადრესატი MEGOBARI ACT-ის ინიციატორი კონგრესმენი, ჯო უილსონია. 

ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს,  საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის. 

 

მსგავსი სიახლეები