პრემიერის ანგარიშში ვერ მოხვდა რუსეთი, როგორც ოკუპანტი, არც ოთხოზორია, არც ტატუნაშვილი

06.06.24 14:50
პრემიერის ანგარიშში ვერ მოხვდა რუსეთი, როგორც ოკუპანტი, არც ოთხოზორია, არც ტატუნაშვილი

პრემიერის ანგარიშში ვერ მოხვდა რუსეთი, როგორც ოკუპანტი, არც ოთხოზორია, არც ტატუნაშვილი - საკითხზე განმარტების გაკეთება დღეს პრემიერ კობახიძეს მოუწია. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და ამ თემაზე საპარლამენტო განხილვისას საუბარი იქნება. 

"სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის, ყველამ ვიცით რა არის მოცემულობა და ყველამ ვიცით რა არის გამოწვევები ჩვენს ირგვლივ. ასეთ დროს, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, და ვიღაცები გარედან, დასავლეთიდან ცდილობენ დაგვაშანტაჟონ, დააშანტაჟონ მოსახლეობა, ქვეყანა ეს არის გაუგებარი რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღ დამოკიდებულებას იმსახურებს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები