იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესია - დიმიტრი ხუნდაძე კალაძის კანდიდატურაზე

20.07.21 17:20
იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესია - დიმიტრი ხუნდაძე კალაძის კანდიდატურაზე

,,იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესია" -ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენის ფაქტი. მმართველი გუნდი კრიტიკულ მედიასათან ბოიკოტის რეჟიმს კვლავ ინარჩუნებს და კომენტარისგან თავს იკავებს.

,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პრეზენტაციის ღონისძიებამდე 3 საათი რჩება. ,,ტვ პირველი" დაინტერესდა, რატომ შეირჩა მერობის კანდიდატად კახა კალაძე და იყო თუ არა ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ პასუხი მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძემ გასცა. მმართველი პარტია კი კრიტიკულ მედიას ურჩევს, ჩამოყალიბდეს ჟურნალისტებად და პასუხები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება.

თბილისის მერობის კანდიდატის პრეზენტაცია მთაწმინდაზე 8 საათზე გაიმართება. მას მმართველი გუნდი და ,,ოცნების" მხარდამჭერები დაესწრებიან.