კოკა კაციტაძე MONA.GE-ის სიაშია - ვინ მოხვდა ჩამონათვალში?

06.06.24 16:30
კოკა კაციტაძე MONA.GE-ის სიაშია - ვინ მოხვდა ჩამონათვალში?

MONA.GE-ის სია განახლდა - პირები, ვინც განახლებულ სიაში არიან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების რეპრესიებში არიან მხილებულები. 

MONA.GE-ის სიაში არიან როგორც მაღალჩინოსნები, როგორც ძალოვანი სისტემის წარომადგენლები, ასევე მოსამართლეები. გარდა ამისა, სიაში არიან მომიტინგეების ცემაში მხილებული პირები. 

ერთ-ერთი კოკა კაციტაძეა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა არაერთ მომიტინგეზე იძალადეს, მათ შორის, დაკავებულებს აქვთ ფიზიკური დაზიანებები. რამდენიმე შემთხვევაში დაკავების შემდეგ ადამიანები პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის დავით ქაცარავა, რომელსაც სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა, ასევე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ სახის არეში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა აქციაზე დაკავებულ დემურიას. დაკავების შემდეგ ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა აჩვენებს, რომ მათზე სწორედ სამართალდამცავებმა იძალადეს და ისინი დაზიანებებს სხვაგან ვერ მიიღებდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პირდაპირი მოვალეობა სწორედ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების გამოძიებაა, თუმცა უწყებას არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირება არ ჰქონია. კოკა კაციტაძის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა და ძალადობის იგნორირება არის პოლიციელების მხრიდან ძალადობის წახალისება, რაც ემსახურება რუსული რეჟიმის გაძლიერებას," - წერია განცხადებაში.

კაციტაძის გარდა სიაში მოხვდნენ:

  • ლევან თავდიშვილი (მოძალადე) 

ლევან თავდიშვილი მონაწილეობდა 18 მაისს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ სტუდენტებზე ძალადობაში. სტუდენტები ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად შეიკრიბნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ, კობახიძეს არ წაეკითხა ლექციები თსუ-ში. უნივერსიტეტში კობახიძის მოსვლისთანავე მისმა ზონდერ დაჯგუფებამ დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ადგილზე იდგა, თუმცა არაფერი გაუკეთებია მოძალადეთა შესაკავებლად. ეს არ არის სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. კობახიძის დაცვამ სცემა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, ასევე გასულ წელს იძალადეს სტუდენტებზე ისევ რუსული კანონის პროტესტის გამო. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ყოველ შაბათს, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ ხდება აღნიშნული ზონდერ დაჯგუფების მობილიზება, რათა პროტესტის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს," - წერია განცხადებაში.

  • დავით მარუაშვილი (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი; ცრუმოწმე)

31 მაისს დავით მარუაშვილმა რუსული კანონის პროტესტის დროს დაკავებული, გირჩი-მეტი თავისუფლების აქტივისტ გიორგი კემულარიას სასამართლო პროცესზე ცრუ ჩვენება მისცა, თითქოს კემულარია იგინებოდა და კეტავდა პარლამენტის საშვთა ბიუროს შესასვლელს. რეალურად, შსს-ს სასამართლოზე არ წარმოუდგენია არც ერთი კადრი, სადაც კემულარია საერთოდ ფიგურირებს, ვერ უთითებდა კონკრეტულ ადგილს, სადაც კემულარია დააკავეს. რეალურად, დავით მარუაშვილი არ იყო ის პოლიციელი, რომელმაც გიორგი კემულარია დააკავა.," - წერია განცხადებაში.

  • ლადო მგალობლიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე);

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი მასწავლებლებს დასჯით ემუქრება და მშობლებს მოუწოდებს, დაასმინონ ის მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში რუსულ კანონზე ლაპარაკობენ.
"მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ, პირადად მე ვიყავი ინიციატორი ამის, სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად", - თქვა მგალობლიშვილმა 16 მაისს გამართულ საბჭოს სხდომაზე," - წერია განცხადებაში.

  • ალექსანდრე მუკათარიძე (მოძალადე);

ალექსანდრე მუკათარიძე მონაწილეობდა 18 მაისს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ სტუდენტებზე ძალადობაში. სტუდენტები ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად შეიკრიბნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ, კობახიძეს არ წაეკითხა ლექციები თსუ-ში. უნივერსიტეტში კობახიძის მოსვლისთანავე მისმა ზონდერ დაჯგუფებამ დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ადგილზე იდგა, თუმცა არაფერი გაუკეთებია მოძალადეთა შესაკავებლად. ეს არ არის სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. კობახიძის დაცვამ სცემა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, ასევე გასულ წელს იძალადეს სტუდენტებზე ისევ რუსული კანონის პროტესტის გამო. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ყოველ შაბათს, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ ხდება აღნიშნული ზონდერ დაჯგუფების მობილიზება, რათა პროტესტის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს," - წერია განცხადებაში.

  • ნიკოლოზ სიხარულიძე (მოძალადე);

ნიკოლოზ სიხარულიძე მონაწილეობდა 18 მაისს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ სტუდენტებზე ძალადობაში. სტუდენტები ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად შეიკრიბნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ, კობახიძეს არ წაეკითხა ლექციები თსუ-ში. უნივერსიტეტში კობახიძის მოსვლისთანავე მისმა ზონდერ დაჯგუფებამ დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ადგილზე იდგა, თუმცა არაფერი გაუკეთებია მოძალადეთა შესაკავებლად. ეს არ არის სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. კობახიძის დაცვამ სცემა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, ასევე გასულ წელს იძალადეს სტუდენტებზე ისევ რუსული კანონის პროტესტის გამო. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ყოველ შაბათს, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ ხდება აღნიშნული ზონდერ დაჯგუფების მობილიზება, რათა პროტესტის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს," - წერია განცხადებაში.

  • შადიმან ქურციძე (ზონდერი);

3 მაისს თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ღამის საათებში, 10-ზე მეტი უცნობი პირი მსვლელობის ადგილას მანქანებით მოვიდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
უკვე იდენტიფიცირებული და პორტალზე განთვავსებულია მათი ნაწილი. ერთ-ერთი მათგანია შადიმან ქურცაძე, „ლილო მოლის“ დაცვის თანამშრომელი და სპორტსმენ დიმა ჭუმბურიძის დეიდაშვილი. თავად დიმა ჭუმბურიძეც იდენტიფიცირებულია, როგორც მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეების ვინაობა საჯაროდ გაჟღერდა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია და არც ერთი მოძალადით არ დაინტერესებულა, რაც კარგად აჩვენებს, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სპეცოპერაცია აქციის მონაწილეების დაშინებისთვის და ქურცაძე სხვა მოძალადეებთან ერთად სწორედ ხელისუფლების დავალებას ასრულებდა და სწორედ ამიტომ არის ხელშეუხებელი," - წერია განცხადებაში.

  • კობა ჩაგუნავა (მოსამართლე)

24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია უკანონოდ დააჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება ხასაიას და კუპრაძის მხრიდან კანონდარღვევის შესახებ, მოსამართლემ შეასრულა რუსული რეჟიმის დაკვეთა და ორივე მათგანი დააჯარიმა. კობა ჩაგუნავა არც იმით დაინტერესდა, რომ ორივე დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა და ორივე მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა. ჩაგუნავა განიხილავს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეებსაც. ჩაგუნავამ გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების არაერთი მონაწილე, მათ შორის ანრი გორგილაძე. მომიტინგეთა მასობრივი დაკავება და დაჯარიმება რუსული ხელწერაა, რისი მიზანიც დემონსტრანტების დაშინება და პროტესტის ჩახშობაა. ამ მიზანს ემსახურება ჩაგუნავა და მისი მოქმედებით აძლიერებს საქართველოში რუსეთის ინტერესებს.
კობა ჩაგუნავას მიმართ კითხვები წარსულშიც გაჟღერებულა. ნაზი ჯანეზაშვილის მტკიცებით, ჩაგუნავას კარიერა უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს. კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას, კობა ჩაგუნავა იყო ამავე სასამართლოს მენეჯერი. როდესაც რევაზ ნადარაია ხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კობა ჩაგუნავაც იწყებს მუშაობას სააპელაციო სასამართლოში," - წერია განცხადებაში.

  • ლუკა წიკლაური (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი;ცრუმოწმე)

31 მაისს ლუკა წიკლაურმა რუსული კანონის პროტესტის დროს დაკავებული, გირჩი-მეტი თავისუფლების აქტივისტ გიორგი კემულარიას სასამართლო პროცესზე ცრუ ჩვენება მისცა, თითქოს კემულარია იგინებოდა და კეტავდა პარლამენტის საშვთა ბიუროს შესასვლელს. რეალურად, შსს-ს სასამართლოზე არ წარმოუდგენია არც ერთი კადრი, სადაც კემულარია საერთოდ ფიგურირებს, ვერ უთითებდა კონკრეტულ ადგილს, სადაც კემულარია დააკავეს. რეალურად, ლუკა წიკლაური არ იყო ის პოლიციელი, რომელმაც გიორგი კემულარია დააკავა," - წერია განცხადებაში.

  • საბა ჯულაყიძე (მოძალადე);

საბა ჯულაყიძე მონაწილეობდა 18 მაისს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ სტუდენტებზე ძალადობაში. სტუდენტები ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად შეიკრიბნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ, კობახიძეს არ წაეკითხა ლექციები თსუ-ში. უნივერსიტეტში კობახიძის მოსვლისთანავე მისმა ზონდერ დაჯგუფებამ დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ადგილზე იდგა, თუმცა არაფერი გაუკეთებია მოძალადეთა შესაკავებლად. ეს არ არის სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. კობახიძის დაცვამ სცემა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, ასევე გასულ წელს იძალადეს სტუდენტებზე ისევ რუსული კანონის პროტესტის გამო. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ყოველ შაბათს, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ ხდება აღნიშნული ზონდერ დაჯგუფების მობილიზება, რათა პროტესტის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს," - წერია განცხადებაში.

  • თამთა თიმბარიშვილი (შსს-ს თანამშრომელი)

შსს-ს თანამშრომელი თამთა ქიმბარიშვილი წარმოადგენს სამინისტროს პოზიციას რუსული კანონის წინააღმდეგ დაკავებულების სასამართლო პროცესებზე. მათ შორის, ის წარმოადგენდა სამინისტროს 31 მაისს გამართულ გიორგი კემულარიას პროცესზე, სადაც ამბობდა ტყუილს და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, კერძოდ - როდის დააკავეს გიორგი კემულარია, სად, რა დარღვევის გამო და ა.შ. ქიმბარიშვილი სასამართლო პროცესებზე გამოირჩევა ცინიკური დამოკიდებულებით დაკავებულების მიმართ. ქიმბარიშვილი საკუთარი ქმედებით ცდილობს დაეხმაროს უწყებას აქტივისტებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ზეწოლაში, ცრუობს სასამართლო პროცესებზე და უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები