ზელენსკი და პირველი ლედი საფრანგეთში ჩავიდნენ

06.06.24 16:32
ზელენსკი და პირველი ლედი საფრანგეთში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი საფრანგეთში ჩავიდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ცნობისთვის, 6-7 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების დესანტის 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გამოაცხადოს. 

მსგავსი სიახლეები