მამუკა ხაზარაძე დღეს გორის “ლელოს” ოფისში მეწარმე ქალებს შეხვდა
"ლელოს" კამპანია რეგიონული შეხვედრები გრძელდება - მამუკა ხაზარაძე დღეს გორის “ლელოს” ოფისში მეწარმე ქალებს შეხვდა.
პარტიის განცხადებით, ყოფით და სოციალურ პრობლემებთან ერთად, მთავარი წუხილი, რაც შეხვედრაზე გამოითქვა, არის რუსული ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ საქმიანობას, განვითარებას და ზოგადად, დასავლური კურსის ცვლილების გამო, ქვეყანას რუსეთის სივრცეში მოაქცევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ "ლელოს" გორის ოფისის ხელმძღვანელი გელა შარვაშიძე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების კოორდინატორი ვეფხია კასრაძე, შიდა ქართლში "ლელოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - მაკა კოჭლამაზაშვილი.