ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა - ფრიდონ ინჯია

20.07.21 17:05
ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა - ფრიდონ ინჯია

ირაკლი ზარქუამ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი, გადაარჩინა - ასე აფასებს ,,ევროპელი-სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია, გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. 

ინჯია დეპუტატ ქალზე ძალადობის ფაქტს ვერ ხედავს. 

ქალბატონი ნონა მამულაშვილი ავიდა მაგიდაზე, ფეხშიშველი, არის სრიალა და კარგი მაგიდა და მე შემეშინდა, რომ არა ზარქუა, ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვევით, მაგი თუ არ გააკეთებდა, მე მეშინოდა მისი ჯანმრთელობის და მე გავაკეთებდი ამას. მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო. ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.