"რამდენიც უნდათ იმდენი წერონ" - ბრეგაძე კონგრესმენებისადმი გაგზავნილ წერილზე
"რამდენიც უნდათ იმდენი წერონ" - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის საერთო წერილს, რომელიც პოლიტიკოსებმა კონგრესმენებს გაუგზავნეს.
რატი ბრეგაძე თანაგუნდელების მსგავსად, წერილის ავტორ ოპოზიციონერებს ქვეყნის მტრებს, პარტნიორებისადმი მხარდაჭერისკენ მათ მოწოდებას კი, ღალატს უწოდებს.
ადამიანები, რომლებისთვისაც უპირატესი არის სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარება და არა საკუთარი სამშობლოსი, ყველაფერს იკადრებენ. არცერთი თავმოყვარე ადამიანი და თავმოყვარე პოლიტიკოსი თუ მთავარსარდალი, თუ ნებისმიერი სხვა პირი არ იკადრებს იმას, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს იკადროს ის, რომ გახდეს საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციონერი. შეუძლიათ, რამდენიც უნდათ იმდენი წერონ, პრობლემა არ არის", - ამბობს რატი ბრეგაძე.
ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს თბილისში იწვევს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნეს.
წერილის მთავარი ადრესატი MEGOBARI ACT-ის ინიციატორი კონგრესმენი, ჯო უილსონია.
ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს, საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის.