"ლევან მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს" - რას უყვება "პირველებს" ყოფილი მოსამართლე?
ლევან მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს - ამ ინფორმაციას "პირველებს" ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი უყვება.
როგორც ლალიაშვილი ამბობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მურისიძე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არ შეუშვეს, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენიან მოსამართლეს შესაძლოა ახალი სანქციები აქვს.
"პირველებმა" ლევან მურუსიძესთან ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს და ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს არის სანქციები იმიტომ, რომ სანქციების სხვადასხვა სახეები არსებობს. პროკურატურა ამაზე უკვე დიდი ხანია, რეაგირებას უნდა აკეთებდეს თუ როგორ იზრდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად მოსამართლეთა ქონებები. კომიკური იყო ალაზნის ველზე გადაფრენილი ხოხობი და იმ ალაზნის ველის ხელში ჩაგდებასთან დაკვშირებით, რომელიც მისი ხან ერთი მეგობარი ქალის სახელზე აქვს გადაფორმებული ქონება და ხან მეორე მეგობარი ქალის სახელზე,“ - ამბობს თამარ ლალიაშვილი.