სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დასავლელი მეგობრების სიტყვას ფასი ჰქონდა, ეს რეჟიმი კი აბსოლუტურად ზურგშექცეულია - ბარამიძე
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ფორმას უწუნებს. ბარამიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დასავლელი მეგობრების სიტყვას ფასი ჰქონდა, "ოცნების" რეჟიმი კი დასავლელი მეგობრების მიმართ აბსოლუტურად ზურგშექცეულია.
ძალიან დიდი პარალელია პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის. ჩვენს ხელისუფლებას ჰქოდნა ძალიან მაღალი მგძნობელობა და პატივისცემა ჩვენი დასავლელი მეგობრებისადმი და მათ სიტყვას ჩვენთვის ფასი ჰქონდა. ჩვენ მათ კი არ ვებრძოდით და კი არ ვეუბნებოდით, "არა, ჩვენ უფრო უკეთესად ვიცით, რა არის ნატოს სტანდარტები და რა არის ევროკავშირის სტანდარტები. ეს რეჟიმი კი არის აბსოლუტურად ზურგშექცეული ჩვენი მეგობრებისადმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლა არ იყოს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება იყოს გამახვილებული იმ პროცესზე, რამაც უნდა მოგვიტანოს ამ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება", - ამბობს გიორგი ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს თბილისში იწვევს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ამერიკელ პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნეს.
ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს, საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის.