ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე - იოსებ ბაბაევმა იზოლატორი დატოვა
იოსებ ბაბაევმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა - აქტივისტი და ბიზნესმენი რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს.
ერთადერთი იარაღი რაც გვაქვს ჩვენ, თავში გვაქვს. ჩვენ სხვა იარაღი არ გვჭირდება. ამიტომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე"- თქვა მან.
მისი თქმით, მოსამართლემ დღეს საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ხელმეორედ დაკავებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.
ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი გუშინ, 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.
თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს.