"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

06.06.24 22:10
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

"სავიზო შეზღუდვის ეს პირველი ტრანში მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო მოქალაქეებს," - ამ განცხადებას მეთიუ მილერი აკეთებს. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო.

მილერის თქმით, ამ ეტაპზე სახელებს არ ასაჯაროებენ, "მაგრამ ისინი იგებენ, შეეცდებიან თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას". 

კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ. ეს ახლა არ არის სწორი შეკითხვა, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გადავხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში და რომლებმაც დემოკრატიის შელახვის მიზნით განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი მოქმედებების სერიაში," - ამბობს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო.

 

მსგავსი სიახლეები