მკვლელი უნდა დაისაჯოსო, ვერ ამბობს, პირი ამოუკერეს - ვახო სანაია სარჯველაძეზე

20.07.21 18:09
მკვლელი უნდა დაისაჯოსო, ვერ ამბობს, პირი ამოუკერეს - ვახო სანაია სარჯველაძეზე

,,მკვლელი უნდა დაისაჯოსო, ვერ ამბობს, პირი ამოუკერეს" - ასე აფასებს ,,ფორმულას" ჟურნალისტი, ვახო სანაია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის საქციელს. 

დღეს ვნახე ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, ისტორიას არ ახსოვს, მე მგონი, მკვლელი უნდა დაისაჯოსო - ამას ვერ ამბობს, პირი აუკრეს, მთელი პარლამენტის დერეფნები და ეზო ირბინა კაცმა, გულამოვარდნილმა იმისთვის, რომ პასუხი არ გაეცა შეკითხვაზე. გამოდიან მწყობრიდან, იმალებიან, გარბიან, როდემდე უნდა იმუშავონ ასე, როდემდე უნდა იცხოვრონ ასე? არქივს დარჩება ეს კადრები - ამბობს ვახო სანაია.

დღეს პარლამენტში ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის წევრებს კითხვები მედიაზე ძალადობის ფაქტზე დაუსვეს, რომელიც ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები