"ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენა - მთაწმინდაზე პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული

20.07.21 18:10
"ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენა - მთაწმინდაზე პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა მთაწმინდაზე, სადაც რამდენიმე საათში "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატს წარადგენს. 

მთაწმინდის პარკის ავტოდრომის ტერიტორიაზე ათეულობით სამართალდამცავი უკვე განთავსდა. 

ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც სტუმრები ღონისძიებაზე უნდა მოხვდნან. 

ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ღონისძიების პარალელურად მედიის წარმომადგენლები მდუმარე აქციას გამართავენ.