ჯებირებში გამომწყვდეული მედია - მერის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ

20.07.21 18:37
ჯებირებში გამომწყვდეული მედია - მერის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ

"ქართული ოცნება" მედიას მისივე ღონისძიებაზეც ზღუდავს - მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მერობის კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ 1 ჟურნალისტსა და 1 ოპერატორს უშვებენ.

მეტიც,  მმართველმა პარტიამ ჟურნალისტებს სპეციალური ჯებირები აღუმართა, სადაც მხოლოდ მონიტორია დამონტაჟებული და ჟურნალისტებს მხოლოდ მისი  საშუალებით შეეძლებათ ღონისძიებისთვის თვალის დევნება. 

კახი კალაძის თბილისის მერობის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიება 8 საათზე დაიწყება.