ბოიკოტთან ერთად კრიტიკულ მედიას "ოცნების" დეპუტატების ცინიკური მიმართვის მოგერიებაც უწევს

20.07.21 19:22
ბოიკოტთან ერთად კრიტიკულ მედიას "ოცნების" დეპუტატების ცინიკური მიმართვის მოგერიებაც უწევს

"ქართული ოცნების" დეპუტატები კრიტიკულ მედიას ისევ გაურბიან, მმართველი პარტიის წევრები უხერხულობას საერთოდ არ გრძნობენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. მეტიც, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე მედია სპეციალურ ზონაში გამოკეტეს და ღონისძიების სრულფასოვნად გაშუქების საშუალებას არ აძლევენ. 

მთაწმინდის პარკში მომუშავე კოლეგებს "ქართული ოცნების" წევრების  ცინიკური მიმართვის მოგერიება უწევთ. 

,,ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჩი ბერაია მედიას  ურჩევს, ,,ჟურნალისტი" სხვა სიტყვით შეცვალოს. 

რა სიტყვა მითხარით, ჟურნალისტი? შეცვალეთ ეს სიტყვა, არასწორი სიუტყვა იყო, ჯერ სიტყვა ჟურნალისტი შეცვალეთ და მერე  მკითხეთ. თქვენთან საუბარს არ ვაპირებ, თავი დამაბნებეთ - თქბვა დაჩი ბერაიამ.

დეპუტატს ადგილზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა 5-6 ივლისის ძალადობის შეფასება სთხოვეს. 

"რატომ არ დაგვიცავით, რატომ არ დაიცავით ლექსო ლაშქარავა" - მიმართავდნენ ჟურნალისტები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. 

მედიას თან აქვს "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოები. ისინი პრემიერის გადადგომას ითხოვენ. 

მთაწმინდის პარკში მმართველი გუნდი კახი კალაძის მერობის კანდიდატად დასახელების ღონისძიებაზე იკრიბება.  მედიასთან კომენტარი არ გააკეთა დეპუტატმა ნინო წილოსანმა. 

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება შეინიშნება.