სიორიძე: ეს პრობლემა არახალია - "ქართული ოცნების" ხელში ეს არის ბერკეტი
"ეს პრობლემა არახალია - ქართული ოცნების ხელში ეს არის ბერკეტი," - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე საუბრობს და ეხმაურება რუსუდან გოცირიძის მიუერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყვება, რომ მის მისამართზე მისთვის უცხო პირები იყვნენ ჩაწერილები.
სიორიძე პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ცესკოს, ასევე იუსტიციის სამინისტროს.
ეს პრობლემა არახალია - ქართული ოცნების ხელში ეს არის ბერკეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის იმის ცოდნაც, რომ ყველა ბინის მესაკუთრეს შეუძლია გადაამოწმოს თუ ვინ არის რეგისტრირებული მის საკუთრებაში არსებულ ბინაში ან სახლზე და შესაბამისი მოქმედება განახორციელოს, ამოწეროს ეს ადამიანები. პირველ რიგში, ჩვენ პრეტენზია უნდა გვქონდეს იუსტიციის სამინისტროსთან, შემდეგ, რა თქმა უნდა, ცესკოსთანაც იმიტომ, რომ სათანადო საინფორმაციო კამპანია არ წარმოებს,“ - ამბობს გიორგი სიორიძე.
"ამ წუთას ამოვწერეთ ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი," - ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გოცირიძე ამბობს, მისი სახლის მისამართზე მისთვის უცნობი პირები იყვნენ დარეგისტრირებული და შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებოდათ.