"ოცნების" წინააღმეგ აშშ-ს სანქციები შესაძლოა, სამუდამო იყოს - კიდევ რა ზომებს მიმართავს აშშ?
სანქციების პირველი ტრანში ძალაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია. სავიზო და ფინანსური შეზღუდვები შეეხება ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ძალოვანები და კერძო პირები და მათი ოჯახის წევრები - ეს არის ის 4 მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები მოიცავს. მათ შორის არიან ის პირებიც, ვინც დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან მხილებული.
"ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი" - ამ განცხადებით მეთიუ მილერმა, პრაქტიკულად, სანქციების მომდევნო ეტაპიც დაანონსა. შტატების შავი სია მნიშვნელოვნად გაიზრდება და ასევე გაიზრდება სანქციების მოქმედების არეალიც. დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უკვე ფინანსური შეზღუდვებიც ამოქმედდება. ახლა კონგრესი სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივის განსახილველად ემზადება, რომლის მიხედვითაც ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები სამუდამო იქნება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.