აშშ-მ სავარაუდოდ, ხარება დაასანქცირა - კიდევ რომელი ძალოვანები მოხვდნენ შავ სიაში?

07.06.24 20:27
აშშ-მ სავარაუდოდ, ხარება დაასანქცირა - კიდევ რომელი ძალოვანები მოხვდნენ შავ სიაში?

 

 

სანქცირებულები გომელაურის უწყებაში - საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების გამო სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიაში არიან სამართალდამცველებიც. როცა არ მოქმედებენ ქართული საგამოძიებო სამსახურები და არ ისჯებიან  მოძალადეები, მოქმედებაზე მეგობარი ქვეყანა გადადის. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ შტატებმა სანქციების ქვეშ მოაქცია განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ხარება, რომლის მითითებითაც აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ. 

და არა მხოლოდ ის. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები ამოქმედდა კრიმინალური და საპატრულო პოლიციის შეფების წინააღმდეგაც.  ანუ ყველა, ვინც ძალადობრივი დარბევების მონაწილეები იყვნენ, მოქალაქეებს ასისხლიანებდნენ და შემდეგ უკანონოდ აკავებდნენ, შავ სიაში მოხვდნენ. ნაცემი აქტივისტები, რომლებსაც სადამსჯელო რაზმებმა ქუჩებში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს, ფიქრობენ, რომ ყველაფერი ახლა იწყება და დაწესებული  შეზღუდვები შეუქცევადი გახდება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები