აშშ-ს შემდეგ EU - როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი "ოცნების" რუსულ პოლიტიკაზე?
"ოცნებას" ყველა მხრიდან უტევენ. ამერიკის შემდეგ ევროკავშირის ჯერია. საქართველოს ხელისუფლებას ორ კვირაში ბრუსელის გადაწყვეტილებაც წამოეწევა. აქტიურად განიხილება ყველა ეფექტური მექანიზმი "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის საპასუხოდ. მათ შორის ყველაზე რადიკალურიც - კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ევროპელი ლიდერები მკაცრ რეაგირებას ითხოვენ. ლატვიის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, გაფრთხილებებიდან მოქმედებაზე გადავიდეს.
ამ ფონზე კი საქართველო ტრიოს წევრად აღარც განიხილება. უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ მოლაპარაკაბების დასაწყებად მწვანე შუქი აუნთო. ბრუსელში ამბობენ, რომ კიევმაც და კიშინოვმაც საშინაო დავალება სრულად შეასრულეს. და სად არის ამ დროს საქართველო? 9 პირობის შესრულება და მოლაპარაკებების დაწყება დღის წესრიგშიც აღარ დგას. ახლა ევროკავშირი მხოლოდ იმაზე მსჯელობს, რომელი ბერკეტი უფრო ეფექტური იქნება "ქართული ოცნების" შესაჩერებლად.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.