წყევლა და გინება სოცქსელში - "ოცნების" დეპუტატებზე მოქალაქეების რისხვა გრძელდება
"ქართული ოცნების" დეპუტატების სულიერი ტანჯვა გრძელდება. რუსული კანონის მხარდამჭერები ახლა სისხლის სამართლის კოდექსში ეძებენ შესაბამის მუხლს, თუ როგორ დასაჯონ მათაზე გაბრაზებული მოქალაქეები. ყურადაღების ცეტრშია ისევ ელისო ბოლქვაძე, რომელიც პარიზის აეროპორტის შემდეგ მოქალაქეების რისხვას სოციალურ ქსელში იგერიებს. დეპუტატი დახმარებას იმ ორგანიზაციებს სთხოვს, რომლებიც ორი კვირის წინ უცხოელ აგენტებად გამოაცხადა.
ელისო ბოლქვაძე გამონაკლის არ არის. დიდი განსაცდელის წინაშე დგანან მაკა ბოჭორიშვილი და ნინო წილოსანიც. უკიდურესად აღიზიანებთ ის შეფასებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის და შეურაცხმყოფელ პასუხებსაც არ ერიდებიან. ვიცე სპიკერის მოთხოვნით დაწყებულმა გამოძიებამ ადევნების მუხლით, როგორც ჩანს, არ იმუშავა. შეტყობინებები და მწვავე შეფასებები არ ჩერდება და "ოცნების" დეპუტატებს გაბრაზებული ხალხის ხმის მოსმენა კიდევ დიდხანს მოუწევთ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.