"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა, სასწრაფო ახლა მოვიდა" - რას ყვებიან მანაგაძეზე თავდასხმის თვითმხილველები

07.06.24 19:26
"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა, სასწრაფო ახლა მოვიდა" - რას ყვებიან მანაგაძეზე თავდასხმის თვითმხილველები

"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.

ინციდენტს ვინც შეესწრო ამბობს, რომ საპატრულო პოლიციამ გვერდით ჩაუარათ, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, მანაგაძეზე თავდასხმიდან და 112-ზე დარეკვიდან ნახევარ სათზე მეტი გავიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და პოლიციაც მხოლოდ ახლა გამოჩნდა თავდასხმის ადგილზე.

ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

მსგავსი სიახლეები