შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს - ვაშაძე

07.06.24 20:19
შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს - ვაშაძე

"გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრაზე ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ეკონომიკური კუთხით მჭიდრო პარტნიორობაზე. 

შეხვედრისას საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, სადაც კამერონმა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. 

ბრიტანეთი განიხილავს და არ გამორიცხავს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთა მიმართებით, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინონ.  

ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში. 

ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთა მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. 

მესამე, რომ 26ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლოტიკური არჩევანი. ცვლით „ქართულ ოცნებას“, ვცვლით ამ პრორუსულ ძალას,სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმავოთეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. 

აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება , წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. 

ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ“ - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები