სანქცირების პირას მდგომი ივანიშვილი და კალაძე ცდილობენ, რომ ამ ქალაქის ხარჯზე უკანასკნელი სასიცოცხლო რესურსი ამოტუმბონ - ბუაძე
"სანქცირების პირას მდგომი ივანიშვილი და კალაძე ცდილობენ, რომ ამ ქალაქის ხარჯზე უკანასკნელი სასიცოცხლო რესურსი ამოტუმბონ" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე თბილისის საკრებულოში მომდევნო კვირას განსახილველ პროექტს იპოდრომთან დაკავშირებით.
ბუაძე "დღის ამბების" ეთერში თბილისის მერს კორუმპირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიზანს იპოდრომის ტერიტორიის "ჩაბეტონება" წარმოადგენს.
რუსული სპეცოპერაციის პარალელურად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას უკეთებენ ივანიშვილი და კალაძე თბილისს. ეს არის სამუდამო დამახინჯება, ჩაბეტონება ამ ქალაქის და ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელსაც ისინი ეწევიან და ახლა, როგორც ჩანს, მოსწრებაზე არიან... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სანქცირებული თუ სანქცირების პირას მდგომი ივანიშვილი, კალაძე და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები, რას აკეთებენ და როგორ ცდილობენ, რომ ამ ქალაქის ხარჯზე უკანასკნელი სასიცოცხლო რესურსი ამოტუმბონ", - ამბობს ბუაძე.