ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები - პაპუაშვილი
2024 წლის თავისუფლების ინდექსით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
„ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება.
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – წერს პაპუაშვილი.