"დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - "ოცნებამ“ მერობის კანდიდატად კალაძე წარადგინა

20.07.21 20:23
"დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - "ოცნებამ“ მერობის კანდიდატად კალაძე წარადგინა

კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. 

"ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - ასე მიმართა პრეზენტაციაზე მხარდამჭერებს პრემიერმა ირაკლი ღრაიბაშვილმა. მისი თქმით, კალაძის ბიოგრაფია მისი გუნდისთვის საამაყოა.

2012 წლიდან, პირველივე დღეებიდან კახა იყო, არის და იქნება, მე მჯერა, ავანგარდში, უსამართლობასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის წინააღმდეგ, კახა იყო  ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდით დაუდგა ჩვენ დიდ ოჯახს, "ქართულ ოცნებას", ჩვენს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას.

კახამ თავისი წარმატებული ბიოგრაფიით, იქნებოდა ეს სპორტი, მთავრობაში წარმატებული საქმიანობა, თუ ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერად მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, ყველა იმ დარგში სადაც კახა მოღვაწეობდა, მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს, მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა.

მოდი ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში კალაძემ საკუთარი სამქით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის პრეზენტაცია ამ წუთებში მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.

კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე პარტია „ქართული ოცნების“გენერალური მდივანია.  2017 წლიდან დღემდე კახა კალაძე დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები