ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

08.06.24 11:10
ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა ჩაიბარებს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული. მე მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან, ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის უკვე ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24 საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში“, განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები