არანაკლები ბოროტებაა ძალადობაა ფსიქოლოგიური ძალადობა - კალაძე მედიაზე
ამის შესახებ კახა კალაძემ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პრეზენტაციაზე თქვა. კალაძის თქმით, ტელევიზიიდან ხშირად ისმის ადამიანების დამცირება, ცილისწამება.
რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.არანაკლები ბოროტებაა ძალადობაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა, ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა", - თქვა კალაძემ.