ჩვენი სტუდენტები დასაცავია, ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია - ოთარ ზურაბიშვილი თსუ-სთან აქციაზე მივიდა
პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას გმობს და ამბობს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია.
ოთარ ზურაბიშვილი თსუ-სთან აქციაზე მივიდა, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები კობახიძეს ხვდებიან და ამ ფორმით აპროტესტებს იმ ძალადობას, რაც გუშინ მანაგაძეს მოუწყვეს.
ჩვენი სტუდენტები დასაცავია და ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს პროტესტი - ამბობს პრეზიდენტის ძმა "პირველებთან".
მეც ვნახე გუშინდელი კადრები. ამაზრზენი არის ასეთი კადრების ნახვა. მიუღებელი არის ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტების მიმართ და ამისთვის მოვედი, რომ ამაზე ჩემი პროტესტი ვაჩვენო. იმედია, ყველას ექნება ასეთი პროტესტი. ჩვენი სტუდენტები დასაცავია და ასეთ ცივილური ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, ასეთი აქციები, ფიზიკური და ძალადობის აქციები მიუღებელია", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ნიკო მანაგაძეზე თავდასხმიდან უკვე 12 საათი გავიდა, თუმცა საგამოძიებო უწყებებს არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია.