"მონა," "მოღალატე" - კობახიძემ თსუ შეძახილების ფონზე დატოვა

08.06.24 12:42
"მონა," "მოღალატე" - კობახიძემ თსუ შეძახილების ფონზე დატოვა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის და შეძახილების ფონზე დატოვა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ "მონა," "მოღალატე." 

რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი უნივერსიტეტიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გააცილეს. პრემიერი არ გამოჩნდა, თუმცა მის სამთავრობო ესკორტს სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწია.

თსუ-ის მე-2 კორპუსთან, ამ დრომდე, შეკრებილები არიან აქციის "დახვდი კობახიძეს" მონაწილეები.

მსგავსი სიახლეები